ფეხბურთი

20:33 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მემფის დეპაი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა

ფრანგულ „ლიონს“ გუნდის ლიდერი მემფის დეპაი დაუბრუნდა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულებულია, მაგრამ „ლიონისთვის“ ეს მაინც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი ელოდება „იუვენტუსთან“, რომელსაც მემფისის გარეშე 1:0 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ დეპაიმ ჯვარედინი მყესები გასული წლის დეკემბერში, „რენთან“ შეხვედრაში გაიწყვიტა.

0.155742