მოსკოვის „ლოკომოტივმა“ რუსეთის პრემიერლიგის განახლებამდე საკონტორლო შეხვედრების ჩაატარებას აგრძელებს. თავის მხრივ, დღეს შედგა მარკო ნიკოლიჩის არაოფიციალური დებიუტი, რომელმაც ორკვირიანი კარანტინი გაიარა და გუნდს შეუერთდა.
„რკინიგზელებმა“ „ტამბოვს“ 1:0 მოუგეს, შემდეგ კი, 45-წუთიანი მატჩი „კაზანკასთან“ ჩაატარა და ფრე, 1:1 დაფიქსირდა.
სოლომონ კვირკველიას არცერთ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ძმებ მირანჩუკებთან, ჟემალეტდინოვთან და ბარინოვთან ერთად დაასვენეს. ისინი გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდებიან. ვთქვათ ისიც, რომ „ტამბოვის“ რიგებში 81 წუთი ითამაშა გიორგი მელქაძემ.
აქვე გეტყვით, რომ რუსეთის პრემიერლიგა 21 ივნისს განახლდება და „ლოკომოტივი“ „ორენბურგს“ უმასპინძლებს.