მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარასთვის სეზონი დასრულდა. ამის შესახებ განცხადება „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელს ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა.
ესპანელ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა და მოედანზე დაბრუნებას ყველაზე უკეთეს ვარიანტში სეზონის ბოლო მატჩში, 4 ივლისს გერმანიის თასის ფინალში შეძლებს.
„გადავწყვიტეთ, რომ ოპერაცია გაეკეთებინა, რადგან გვინდა გერმანიის თასის ფინალისთვის მზად იყოს“, - თქვა ფლიკმა.
ვთქვათ ისიც, რომ ტიაგო „ბაიერნს“ აგვისტოში დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაეხმარება და მხოლოდ ბუნდესლიგაში ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.