იტალიური „ბენევენტოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე გაბრაზებულია. გარდა ამისა, იტალიაში საფეხბურთო სეზონის განახლებაზეც გააკეთა კომენტარი.
„მესი და რონალდუ სამაგალითოები არიან, მაგრამ რონალდუზე და მესიზე ცოტა გაბრაზებული ვარ. მათი წყალობით გამოჩნდა, რომ მე და რაულმა ევროთასებზე თურმე არც ისე ბევრი გოლი გავიტანეთ...
დიდი სიხარულია ფეხბურთის დაბრუნება და იმედია ბურთი სიმშვიდეს მოგვიტანს. ყველაზე ცუდი პერიოდი იყო, როდესაც ბევრი ადამიანი კვდებოდა, არავის სურდა თამაში. ახლა კი მოუთმენლად ველოდები ტელევიზორში „იუვე“ – „მილანის“ მატჩის ყურებას“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება. ინძაგის კი, კარიერის განმავლობაში ორივე გუნდში უთამაშია, „იუვეში“ 1997-2001 და „მილანში“ 2001-2012 წლებში.