ესპანური გამოცემა Marca-ს ვერსიით, ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენია. გავლენიანმა ვებგვერდმა ოლიმპიური თამაშების 23-გზის ჩემპიონის ლიდერის პოზიცია მიაკუთვნა.
ფელპსის გარდა, სამეულში უსაინ ბოლტი და როჯერ ფედერერი მოხვდნენ. ათეული ასე დაკომპლექტდა:
1. მაიკლ ფელპსი (ცურვა, აშშ)
2. უსაინ ბოლტი (მორბენალი, იამაიკა)
3. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი, შვეიცარია)
4. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი, ესპანეთი)
5. კობი ბრაიანტი (კალათბურთი, აშშ)
6. ტაიგერ ვუდსი (გოლფი, აშშ)
7. ლიონელ მესი (ფეხბურთი, არგენტინა)
8. ლუის ჰემილტონი (ავტორბოლა, დიდი ბრიტანეთი)
9. ვალენტინო როსი (მოტორბოლა, იტალია)
10. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი, პორტუგალია)