ფეხბურთი

19:12 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის თასზე დამატებითი დრო გააუქმეს

Lega Calcio-მ იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩების კალენდარი დაადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, „იუვენტუსი“ – „მილანი“ 12 ივნისს, ხოლო „ნაპოლი“ – „ინტერი“ 13 ივნისს გაიმართება. ორივე მატჩი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათი) დაიწყება.

მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ თუ ორი მატჩის ჯამში საყაიმო შედეგი დაფიქსირდება, დამატებითი დრო არ დაინიშნება და გუნდები პირდაპირ პენალტების სერიას შეასრულებენ. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეულ პაუზას და ტრავმების შემცირების რისკს უკავშირდება.

აქვე გეტყვით, რომ „მილანი“ – „იუვენტუსის“ პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო „ნაპოლის“ „ინტერთან“ სტუმრად 1:0 აქვს მოგებული.

იტალიის თასის ფინალი 17 ივნისს გაიმართება, ხოლო 20 ივნისიდან მთელი აქცენტი სერია A-ზე გაკეთდება, რომელიც 25-ე ტურის ოთხი გადადებული მატჩით განახლდება.

0.115107