ვეტრანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კოშტინიამ ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა. ლუზიტანელის განცხადებით, რონალდუს თავიდანვე სურდა საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო და ბევრს მუშაობდა.
კოშტინია ფიქრობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება კრიშტიანუ არ გიყვარდეს, ეჭვიანობაა.
„თავიდანვე აშკარა იყო, რომ სურდა საუკეთესო გამხდარიყო, ამისთვის ვარჯიშობდა. ვეტერანებს პატივს სცემდა, რჩევებს ეკითხებოდა, როგორ განვითარებულიყო. ბევრს მუშაობდა და ცცდილობდა გაეგო, როგორ გაეუმჯობესებინა საკუთარი თავი. თუ ხედავდა, რომ სხვა გუნდში ვინმე საუკეთესო იყო, სურდა დაემტკიცებინა, რომ თვითონ გახლდათ საუკეთესო.
ფერგიუსონმა მას ასწავლა როდის უნდა მიეცა პასი და როდის უნდა ეთამაშა დრიბლინგზე. შეუძლებელია რონალდუ არ გიყვარდეს, თუ ადგილი შურიანობას არ აქვს. ერთი შანსიც საკმარისია გოლის გასატანად. თავმდაბალია და ბედნიერი ვარ მისი წარმატებებით.
მახსოვს, რომ „რეალის“ ფეხბურთელები კარში დარტყმებზე ვარჯიშობდნენ და კრიშტიანუმ 20-დან ერთი ვერ გაიტანა, როდესაც სხვებმა 10-დან 6 ვერ გატანეს. თუმცა, თანაგუნდელებმა დასცინეს და ის გაბრაზდა. აიღო ბურთებით სავსე ტომარა და კარში დარტყმა განაგრძო. ყველა უნდა გაეტანა და ეს გააკეთა. რამდენ ფეხბურთელს შეუძლია ამის გაკეთება?
ეს მისი ხასიათია. ბრაზდება, როდესაც არასწორად მუშაობს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოურინიოს ვკითხე თუ რა მოხდა, მან მიპასუხა, რომ მთლიანად კონცენტრირებული იყო და საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლება არ მისცა“, - თქვა კოშტინიამ.