კალათბურთი

18:10 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ბულაშვილი დინამოში დარჩა

დინამომ ერთი წლით დაიტოვა უკანახაზელი ლუკა ბულაშვილი. მოთამაშე, რომელიც შარშან სუპერლიგაში ერთ-ერთი სტაბილური (16.8 ქულა, 6.2 პასი) იყო, დინამოში ახალი სეზონისთვის ემზადება.

ლუკა ბულაშვილი: შარშან წარმატებული სეზონი გვქონდა. გუნდს, პირადად - მე. სიმართლე გითხრათ, იყო დიდი დაინტერესება არაქართული ლიგებიდან, მაგრამ პანდემიის გამო არ გავრისკე და ერთი სეზონით საქართველოში დარჩენა გადავწყვიტე. ამ შემთხვევაში გუნდი არც კი განიხილებოდა - მხოლოდ დინამო.

აქ თავს კარგად ვგრძნობ და მწვრთნელებმაც ზუსტად იციან, როგორ უნდა გამოგვიყენონ.

ჩემი მიზანია, ზაფხული მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო და მოვუმატო იმ კომპონენტებში, სადაც მწვრთნელის თქმით, მაქვს მოსამატებელი. ჩემი სურვილია, ახალ სეზონს საჩემპიონო ამბიციებით შევხვდე.

0.11706