სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:43 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ მისი მწვრთნელი იყო, ახლა თანაშემწე იქნება - გვარდიოლას ახალი ასისტენტი ჰყავს

„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პეპ გვარდიოლას ასისტენტის პოსტზე ხუანმა ლილო იმუშავებს. გამოცდილი ესპანელი სპეციალისტი, რომელიც პეპს ძალიან კარგად იცნობს.

ლილო ჯერ კიდევ 2005-2006 წლების სეზონში მექსიკურ „დორადოსში“ მუშაობდა და მაშინ გვარდიოლა ამ კლუბის ფეხბურთელი იყო.

ლილო ბოლოს ჩინეთში მუშაობდა მთავარ მწვრთნელად, ხოლო მანამდე ხორხე სამპაოლის ასისტენტიც იყო, ჯერ ჩილეს ნაკრებში და მერე „სევილიაში“.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.144033