ფეხბურთი

19:58 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" მესი დაუბრუნდა (+VIDEO)

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელის, ლიონელ მესის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გამოჯანმრთელდა. არგენტინელი დღეს გუნდს დაუბრუნდა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღო.

მოგეხსენებათ, ლეომ რამდენიმე დღის წინ მარჯვენა ფეხი დაიზიანა და გარკვეული პერიოდით უქმობა ემუქრებოდა.

თუმცა, ახლა ყველაფერი რიგზეა, „ბარსას“ ლიდერი დაუბრუნდა და 13 ივნისს, „მალიორკასთან“ სეზონის რესტარტს მოედანზე შეხვდება.

0.124135