„მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის, რაჰიმ სტერლინგის აზრით, ერთადერთი დაავადება მსოფლიოსთვის დღეს რასიზმია.
ინგლისელი აშშ-ში მომიტინგეებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ისინი უსამართლობის დასასრულებლად იბრძვიან.
„ერთადერთი დაავადება, რომელსაც ამ მომენტში ვებრძვით რასიზმია. როგორც პანდემიასთან, აქაც გვჭირდება გამოსავალი. ეს არის ის, რასაც მომიტინგეები აკეთებენ, ცდილობენ იპოვონ გამოსავალი და შეაჩერონ უსამართლობა“, - თქვა სტერლინგმა.
შეგახსენებთ, რომ თავად ინგლისელი ფეხბურთელიც რასიზმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ის მის მიღმა.