კალათბურთი

1:25 | 8.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩვენი კავშირი ძალიან ძლიერია" - უერტასმა შერმადინი კომპლიმენტებით აავსო

„იბეროსტარ ტენერიფეს“ გამოცდილმა კალათბურთელმა მარსელინო უერტასმა თანაგუნდელის, გიორგი შერმადინის შესახებ დადებითად ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ ქართველმა ცენტრმა შეაქო ბრაზილიელი და ახლა საპასუხო კომპლიმენტიც მიიღო.

„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგ დუეტს ვქმნით და ჩვენი კავშირი ძალიან კარგია, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აშკარაა, რომ ბაზისთვის გადამწყვეტია მსგავსი კავშირის არსებობა.

გიოს თამაში ჩემს სტილს ძალიან კარგად ერგება, ის გვეხმარება ფარზე, პასებით, გადმოვარდნილ ბურთებზე. მხოლოდ რამდენიმე გუნდს შეუძლია ასეთი შენაძენით დაიკვეხნოს. ჩვენი გუნდის პროექტისთვის მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - თქვა Eldia.es-სთან ინტერვიუში უერტასმა.

ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ მარსელინო უერტასს თავის დროზე ლოს ანჯელეს „ლეიკერსსა“ და „ბასკონიაში“ უთამაშია და „იბეროსტარ ტენერიფეს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, ისევე, როგორც შერმადინი.

0.107097