ფეხბურთი

17:30 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მის წინააღმდეგ ყოველთვის მეტი საფიქრალი მაქვს" - ბონუჩიმ ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა

„იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. იტალიელმა კრიშტიანუ რონადლუს შესანიშნავ ფორმას გაუსვა ხაზი, რომელიც კარანტინიდან ბაზაზე იდეალურ კონდიციაში დაბრუნდა.

გარდა ამისა, დუვან ძაპატა ყველაზე რთულ მეტოქედ დაასახელა, ხოლო „მილანში“ წასვლას შეცდომად მიიჩნევს, რომელმაც საშუალება მისცა გაეცნობიერებინა, რომ მისი ოჯახი „იუვენტუსია“.

„ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონატის დასრულება შესაძლებელი იქნება და 2 აგვისტოს ტიტული გადაეცემა მოედანზე ჩემპიონს, იმედია ეს „იუვე“ იქნება. თუ სეზონის დასრულება შეუძლებელი გახდება, წინააღმდეგი ვარ, სკუდეტო ვინმეს გადაეცეს, სეზონის არდასრულების შემთხვევაში ჩემპიონი არ უნდა გამოცხადდეს.

კრიშტიანუ სუპერათლეტი და უდიდესი პროფესიონალია, მითხრა, როგორ შეინარჩუნა ფორმა კარანტინში და ბაზაზე შესანიშნავ კონდიციაში დაბრუნდა. თუმცა, ეს მისგან არ გვაოცებს, რადგან ყველა თვალსაზრისით ნამდვილი ჩემპიონია.

„მილანი“? ეს ძალიან რთული ერთი წელი იყო, თუმცა არა უსარგებლო. იქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, პირველ რიგში რინო გატუზო. „იუვენტუსიდან“ წასვლის გადაწყვეტილება გაუცნობიერებლად მივიღე, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ, რადგან უთანხმოება არსებობდა. თუმცა „მილანში“ მივხვდი, რო ჩემი ოჯახი „იუვე“ იყო და სახლში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ.

ყველაზე რთული მეტოქე? არ გაგიკვირდეთ, რომ დუვალ ძაპატას ვასახელებ. ის ძლიერი, სწრაფი, ტექნიკური და დიდია. მის წინააღმდეგ თამაშის დროს ყოველთვის მეტი საფიქრალი მაქვს“, - თქვა ბონუჩიმ.

0.108702