ლევერკუზენის „ბაიერის“ ფეხბურთელი ფლორიან ვირცი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული გოლის ავტორია. ვირცმა მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი 17 წლის, 1 თვისა და 3 დღის ასაკში გაიტანა.
გერმანელმა ნური შაჰინის მიღწევა გააუმჯობესა და ისიც ნიშანდობლივია, რომ მანუელ ნოიერი დაამწუხრა, რომლის ბუნდესლიგაში დებიუტისას ფლორიანი 3 წლის იყო...
ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული გოლების ავტორები:
ფლორიან ვირცი - 17 წლის, 1 თვის და 3 დღის
ნური შაჰინი - 17 წლის, 2 თვის და 21 დღის
იულიან დრაქსლერი - 17 წლის, 6 თვის და 12 დღის
ტიმო ვერნერი - 17 წლის, 6 თვის და 16 დღის
კრისტიან პულიშიჩი - 17 წლის, 6 თვის და 30 დღის