ფეხბურთი

17:53 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი "ბრეშადან" გააგდეს

დრო გადის, მარიო ბალოტელი არ იცვლება. La Repubblica-ს ცნობით, „ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ ერთ დროს იტალიის ნაკრების მთავარი ფორვარდი გუნდიდან გარიცხა.

მარიომ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაარღვია გუნდის შინაგანაწესი და მიჯრით 10 ვარჯიში გააცდინა, რამაც ლომბარდიელთა ხელმძღვანელობის ფიალა აავსო. შედეგად, მარიოსთან კონტრაქტი გაწყვიტეს და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას იტალიური მედია უახლოეს ხანში ელოდება.

აქვე გეტყვით, რომ ბალოტელიმ „ბრეშას“ რიგებში 19 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლი გაიტანა.

0.107636