ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი პედრო სავარაუდოდ კარიერას იტალიაში გააზიარებს. Goal-ის ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს „რომამ“ კონტრაქტი უკვე შესთავაზა.
2-წლიანი ხელშეკრულება 1 წლის გახანგრძლივების პერსპექტივით - ასეთია იტალიელთა წინადადება.
პედროს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და გადაწყვეტილია, რომ ინგლისურ გუნდს დატოვებს.
ესპანელი „არისტოკრატებში“ 2015 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა და მას შემდეგ 201 შეხვედრაში 43 გოლის გატანა შეძლო.