ფეხბურთი

22:56 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანჩო და აკანჯი პროტოკოლის დარღვევისთვის დააჯარიმეს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები მანუელ აკანჯი და ჯეიდონ სანჩო ჯანდაცვის პროტოკოლის დარღვევისთვის დასაჯეს. DFL-მ შვეიცარიელი და ინგლისელი დააჯარიმა, რადგან ფეხბურთელებმა სახლში სტილისტი მიიწვიეს და სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რომელშიც ფეხბურთელები ნიღბების გარეშე არიან.

„ფეხბურთელებმა დაარღვიეს ჰიგიენის და ინფექციისგან დაცვის ზოგადი წესები, ასევე სამედიცინო-ორგანიზაციული წესები“, - ნათქვამია განცხადებაში.

სანჩო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ტვიტერში მას ხუმრობაც უწოდა, თუმცა პოსტი რამდენიმე წუთის შემდეგ წაშალა.

0.116771