ფეხბურთი

21:05 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ "ლაციოსთან" მოლაპარაკება დაიწყო

„პარი სენ ჟერმენი“ რომის „ლაციოს“ ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ეპატიჟება. Le 10Sport-ის ინფორმაციით, პარიზელებმა რომაელებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

პსჟ მზადაა სერბი შუახაზელის სანაცვლოდ იტალიური გუნდის საბანკო ანგარიში 60 მილიონი ევროთი შეავსოს, მაგრამ „არწივების“ პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს უფრო მეტი სურს.

ამის მიუხედავად არაა გამორიცხული მხარეებმა შეთანხმებას მაინც მიაღწიონ და სერბი მომდევნო სეზონიდან ლიგა 1-ში ვიხილოთ.

მილინკოვიჩ-სავიჩი „ლაციოს“ 2015 წელს „გენკიდან“ შეუერთდა და 193 შეხვედრაში 36 გოლი აქვს გატანილი.

0.112371