ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მეექვსე ბრძოლას 14 ივნისს ჩაატარებს.
დვალიშვილის მეტოქე ამერიკელი რეი ბონგი იქნება, რომელმაც უეფსიში აქამდე 12 შეხვედრა გამართა და 7 შემთხვევაში მოიგო, 5-ჯერ კი დამარცხდა.
ქართველ სპორტსმენს კი სულ 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც ბოლო სამი დაპირისპირება მოიგო. უშუალოდ აღნიშნული დაპირისპირება კვირას, 14 ივნისს, თბილისის დროით დილის ათ საათზე დაიწყება.