ფეხბურთი

10:54 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სასოწარკვეთილი იყო და ლამის ტიროდა" - მოდრიჩმა მოურინიოს დატუქსული რონალდუ გაიხსენა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა საკუთარ წიგნში ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება გაიხსენა. ხორვატი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი თანამემამულეს გაუბრაზდა, რის გამოც კრიშტიანუ ლამის ტიროდა.

„ერთხელ მართლაც გაკვირვებული დავრჩი მოურინიოს რეაქციით კრიშტიანუ რონალდუს იმართ. ესპანეთის თასზე ვთამაშობდით და 2:0-ს ვიგებდით, მეტოქის მარცხენა ფლანგზე რონალდუ მოწინააღმდეგეს ბოლომდე არ გაჰყვა, რის გამოც მოურინიომ უყვირა და შენიშვნა მისცა. ეპიზოდი დასრულებული იყო, როდესაც მწვრთნელი აგრძელებდა პრეტენზიების გამოთქმას. ნამდვილი ჩხუბი წარმოიშვა. გასახდელში შევედით და რონალდუ სასოწარკვეთილი იყო, თითქმის ტიროდა და თქვა: „ყველაფერს ვაკეთებ და ის ჩემს კრიტიკას აგრძელებს“.

შემდეგ მოურინიო შემოვიდა და გაბრაზებული შეურაცხყოფას აყენებდა რონალდუს იმის გამო, რომ თამაშის დროს უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ჟოზე ასეთია, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას წარმოადგენს“, - იხსენებს მოდრიჩი.

0.120031