ფეხბურთი

22:49 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას დარჩენა უნდა - "ლოკომოტივი" ქართველს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ შესაძლოა „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ქართველის „რკინიგზელებიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ აქტიურად იწერება, ახლა რუსეთიდან განსხვავებული ცნობა გავრცელდა.

Sport24-ის ინფორმაციით, „ლოკომოტივი“ დაინტერესებულია ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებით და თავად ქართველ მცველსაც მოსკოვურ კლუბში დარჩენა უნდა.

ამასთან, გამოცემა გვამცნობს, რომ კვირკველიას სხვა რუსული კლუბებისგან („როსტოვი“, „როტორი“ და „კრასნოდარი“) წინადადებები არ მიუღია, როგორც ამის შესახებ ბოლო დროს რუსული მედია წერდა.

სოლომონი „ლოკომოტივის“ ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს (106 მატჩი, 4 გოლი) და მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ისიც ვთქვათ, რომ კვირკველიამ „ლოკომოტივში“ რუსეთის ჩემპიონატი, თასი (ორჯერ) და სუპერთასი მოიგო.

0.122673