ფეხბურთი

22:23 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსას" მესი გამოაკლდა

კატალონიის „ბარსელონას“ ლიონელ მესი გამოაკლდა. არგენტინელ ფეხბურთელს კუნთის პრობლემა აქვს, რის გამოც ბოლო ვარჯიში გაუცდა.

TV3-ს ცნობით, მესი მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ექვმედებარება დაზიანების ზუსტი ხარისხის გასარკვევად.

ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს იუქმებს არგენტინელი ვარსკვლავი. მოსალოდნელია, რომ 10 დღის განმავლობაში დაკვირვება განხორციელდება. „ბარსელონა“ კი 13 ივნისს სეზონს „მალიორკასთან“ მატჩით განაახლებს.

0.113659