მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ დიეგო კოშტას 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, გადასახადების დამალვის გამო.
ფეხბურთელს ბრალი 2014 წელს დახლოებით 800 ათასი ევროს შემოსავლების დამალვაში ედებოდა და ბრალიც აღიარა, რის გამოც 6 თვიანი სასჯელი შეუფარდეს. თუმცა, ესპანეთის კანონმდებლოთ ფეხბურთელს შეუძლია თავიდან ციხე აიცილოს.
ამისთვის დიეგო კოშტას 36 000 ევროს გადახდა მოუწევს, რაც მისთვის დიდ პრობლემასთან ნამდვილად არ ასოცირდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანეთში გადასახადების დამალვაში არაერთი ფეხბურთელი ყოფილა ბრალდებული და მათ შორის, ლიონელ მესიც.