ცნობილი რუსული გამოცემა Championat-ი წერს, რომ თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერი დროის საკითხია.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, მოსკოველებს შემადგენლობის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი და თვალი რამდენიმე კალათბურთელს დაადგა. მათ შორის, „ფენერბახჩეს“ წევრ კოსტას სლუსკასს, ჩინური „პეკინის“ კალათბურთელ ეკპე იუდოსა და „ბასკონიას“ ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ამ ეტაპზე ჭორების დონეზეა, ხსენებული ტრანსფერები მხოლოდ დროის საკითხია.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას ცსკა-ს გარდა, „რეალსა“ და „ოლმპია მილანოს“ უკავშირებენ, „ბასკონიასთან“ კონტრაქტი კი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.