ფეხბურთი

15:27 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე ბურგოსის გარეშე - "ჩოლოს" ასისტენტი ტოვებს

დიეგო სიმეონეს მარჯვენა ხელი ხერმან ბურგოსი „ატლეტიკოს“ ტოვებს. როგორც არგენტინელმა Marca-ს განუცხადა, სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელად მუშაობა აქვს გადაწყვეტილი და ამიტომ, „როხიბლანკოს“ დაემშვიდობება.

ვეტერანი მეკარე, რომელიც „ატლეტიკოში“ თავის დროზე ფეხბურთელის რანგშიც იყო, დარწმუნებულია, რომ შეძლებს მთავარი მწვრთნელობისთვის თავის გართმევას.

„მინდა „ატლეტიკო“ დავტოვო, როგორც ჩემპიონი. მეოცნებე ვარ და კიდევ ბევრი ოცნება მაქვს ასახდენი. ამ სეზონის შემდეგ ახალ თავგადასავალს დავიწყებ, როგორც მთავარი მწვრთნელი. ათ წელზე მეტი გამოცდილება მაქვს უმაღლეს დონეზე და ვფიქრობ, რომ შემიძლია გუნდის ხელმძღვანელობა.

მე და სიმეონე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ის ჩემი მეგობარია, ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის, ერთი შეხედვით. 50 მეტრის დისტანციაც საკმარისია, ვიცი რასაც ამბობს“, - თქვა ბურგოსმა.

აქვე გეტყვით, რომ ხერმან ბურგოსი სიმეონეს სამწვრთნელო შტაბში 10 წელი მუშაობდა, არამარტო მადრიდის „ატლეტიკოში“, არამედ იტალიურ „კატანიაშიც“.

0.113061