გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ოთხ ფეხბურთელს, რომლებმაც ჯორჯ ფლოიდის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს, არ დასჯის. ამის შესახებ DFB ოფიციალური განცხადებიდან იტყობინება.
„მივესალმები DFB-ს საკონტროლო კომიტეტის წინდახედულ გადაწყვეტილებას და ამით ძალიან ბედიერი ვარ. ასოციაცია მტკიცედ ეწინააღმდეგება რასიზმის ნებისმიერ ფორმას და ამიტომ, მოთამაშეებს ჟესტის გვესმის და პატივს ვცემთ“, - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა ფრიც კელერმა.
შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდის მიმართ სოლიდარობის ჟესტით ვესტონ მაკ-კენი, ჯეიდონ სანჩო, მარკუს ტურამი და აჩრაფ ჰაკიმი გამოირჩნენ.