ფეხბურთი

22:33 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ერთ ოთახში 10 კაცი ვიყავით, ტელეფონის გარეშე" - სონმა სამხედრო თავგადასავალზე ისაუბრა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა ჰონ-მინ სონმა კორონავირუსის პანდემიით ნაყოფიერად ისარგებლა და სამხრეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა.

სონი ჯარში სამი კვირის განმავლობაში მსახურობდა და იქ მიღებულ გამოცდილებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა.

„ეს განსაკუთრებული გამოცდილება იყო, არ შემიძლია ყველაფერი ვთქვა, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ნამდვილად მომეწონა. ბიჭები თავაზიანები იყვნენ, სამი რთული კვირა გახლდათ, მაგრამ შევეცადე სიამოვნება მიმეღო იმ გამოცდილებით, რომლის მსგავსი არასდროს მქონია.

პირველ დღეს არავის ვიცნობდი და ამიტომ უცნაური იყო. 10-კაციან ოთახში რამდენიმე დღე ერთად უნდა გაგვეტარებინა, თავიდან ერთმანეთს არც ველაპარაკებოდით, მაგრამ შემდეგ ვხუმრობდით და ვიცინოდით.

იქ ტელეფონიც არ მქონია, გულშემატკივრები მაკლდნენ. როდესაც სავალდებულო სამსახური დავამთავრე და ტელეფონი ვნახე, იმდენი მესიჯი დამხვდა, რომ ყველა მესიჯი ვერც წავიკითხე. ნამდვილად ყველას მადლიერი ვარ“, - უთხრა ლონდონური გუნდის ვებგვერდს სონმა.

0.117644