ფეხბურთი

17:55 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" უეფასგან გასპერინის დასჯას ითხოვს

ესპანური „ვალენსია“ უეფას მიმართავს, რომ ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები გამოიყენოს.

იტალიელმა მწვრთნელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ღამურებთან“ მატჩის დღეებში კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა.

ესპანური მხარე აღნიშნული განცხადებით გაკვირვებული დარჩა, სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურა. ახლა კი, Marca გვამცნობს, რომ გასპერინის წინააღმდეგ უეფამ ზომები უნდა მიიღოს, რადგან უპასუხისმგებლო ქცევით გამოირჩა და ეს მოთხოვნა „ვალენსიას“ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატალანტამ“ „ვალენსიას“ ორი მატჩი ჯამში 8:4 (4:1, 4:3) აჯობა.

0.134016