ქუთაისის "ტორპედოში" ქართველი ნახევარმცველი ოლეგ მამასახლისი დაბრუნდა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
მამასახლისისთვის "ტორპედო" მშობლიური გუნდია, რადგან ქუთათურთა რიგებში 2012-2018 წლებში ირჯებოდა და საქართველოში ყველა ტიტული მოიგო.
ბოლოს 24 წლის ფეხბურთელი საჩხერის "ჩიხურას" მაისურით ირჯებოდა, ხოლო მანამდე "სამტრედიას" ღირსებაც დაიცვა.