ფეხბურთი

0:14 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი რონალდუ - პორტუგალიელი ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე 4 საათით ადრე მივიდა

კრიშტიანუ რონალდუს წარმატების მთავარი საიდუმლო შრომისმოყვარეობაა და პორტუგალიელი ვარსკვლავი ამას 35 წლის ასაკშიც ადასტურებს.

„იუვენტუსი“ სეზონის განახლებისთვს ემზდება და 2 ივნისს, კონტინასას ბაზაზე ვარჯიში ადგილობრივი დროით 17:00 საათზე იყო ჩანიშნული. ამის მიუხედავად, რონალდუ ბაზაზე 12:52 საათზე მივიდა, ოთხი საათით ადრე!

რა თქმა უნდა, კრიშტიანუმ ეს შეგნებულად გააკეთა, რომ სანამ გუნდურად ივარჯიშებდა, იქამდე, ინდივიდუალურ წვრთნას მიჰყო ხელი და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამაგალითო ათლეტია.

შეგახსენებთ, სერია A 20 ივნისიდან განახლდება, ხოლო ერთი კვირით ადრე იტალიის თასის ნახევარფინალები გაიმართება და „იუვენტუსი“ „მილანს“ შეხვდება.

0.116139