კატალონიის „ბარსელონაში“ კორონავირუსის 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დაინფიცირებულთაგან 5 ფეხბურთელი იყო, ხოლო 2 პერსონალის წარმომადგენელი, მათი ვინაობა ანონიმურია. საქმე ეხება 6 მაისს ჩატარებული ტესტირების შედეგებს.
ამჟამად, ყველა განკურნებულია და გუნდი შეუფერხებლად ემზადება სეზონის განახლებისთვის. „ბარსელონა“ 13 ივნისს „მალიორკას“ დაუპირისპირდება.