საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე „დინამო თბილისში“ ტრანსფერს არ ადასტურებს. Transfermarkt-ზე რამდენიმე დღეა ჩვენებური „დინამოს“ ფეხბურთელადაა მოხსენიებული, თუმცა ჯანომ ამ ცნობას ტყუილი უწოდა.
„ძალიან, ძალიან ცრუ ინფორმაცია“, - წერს ინსტაგრამ სთორიში ქართველი ნახევარმცველი.
ჯანოს თბილისელთა გარდა, „დინამო ბათუმი“ და რუსული „როტორიც“ ეპატიჟება. ანანიძეს 31 მაისს ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.