სხვა

20:28 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტაისონი შეიძლება რინგზე მოკვდეს" - ვაიტი "რკინის მაიკის" დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებს

ბრიტანელი მოკრივე დილიან ვაიტი წინააღმდეგია, რომ მაიკ ტაისონმა ტაისონ ფურისთან რინგზე სპარინგ შეხვედრა ჩაატაროს. ვაიტი ფიქრობს, რომ წარმოუდგენელია 53 წლის ტაისონი 31 წლის ფურის გაეჯიბროს და ეს შესაძლოა „რკინის მაიკის“ რინგზე სიკვდილითაც კი დასრულდეს.

„სულელური ამბავია. მაიკ ტაისონი შეიძლება რინგზე მოკვდეს. ვსაუბრობთ 31 წლისა და 52 წლის ადამიანებს შორის ჩხუბზე, რასაც არანაირი აზრი არ აქვს და არ უნდა წახალისდეს. რა მოხდება თუ რინგზე მოკვდება? ჩვენ ამ სპორტს უკვე ბევრი ტალახი ვესროლეთ და ეს აღარ გვჭირდება.

კარგია ინსტაგრამზე ორწუთიანი ვიდეოების ყურება, მაგრამ რინგზე დაბრუნება და 12 რაუნდის ჩატარება განსხვავებულია. ამ ასაკში გონება ერთს გეუბნება, სხეული - მეორეს. მაიკი ცოცხალი ლეგენდაა და ასე დარჩება, თუმცა ამ ბრძოლამ შესაძლოა ძალიან დააზაროლოს, ეს ყველაზე მეტად მაშფოთებს“, - თქვა ვაიტმა TalkSport-თან.

0.1344