ფეხბურთი

14:48 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ახალგაზრდა მცველის დამატება სურს

ტურინის "იუვენტუსი" "ვერონას" 20 წლის ფეხბურთელის, მარაშ კუმბულას გადაბირებას გეგმავს. Football Italia-ს ინფორმაციით "ბებერმა სინიორამ" ახალგაზრდა ალბანელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

გარდა ტურინული გრანდისა, ნიჭიერი მცველით "ინტერი", "ნაპოლი", "ტოტენჰემი" და "ევერტონი" არიან დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ მარაშ კუმბულამ მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად მოთამაშეს "იუვენტუსისადმი" სიმპატია გააჩნია და დიდი ალბათობით აღნიშნული ტრანსფერი მალე განხორციელდება.

0.113735