ფეხბურთი

12:52 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელისა და "ბრეშას" კონფლიქტი შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს

მარიო ბალოტელისა და "ბრეშას" კონფლიქტი იურიდიულ პლანზე გადავიდა. იტალიელ ფეხბურთელს გუნდში დაბრუნება და სოლიდური კომპენსაციის მიღება სურს. თუმცა, ჟურნალისტი ნიკოლო სკირას განცხადებით მხარეებმა უკვე აიყვანეს იურისტები და და შესაძლოა საქმე სასამართლომდე მივიდეს.

შეგახსენებთ, ბალოტელი "ბრეშაში" 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და 19 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მაგრამ, ამის მიუხედავად 29 წლის ფეხბურთელი კლუბს მაინც დატოვებს.

აქვე გეტყვით, რომ ბალოტელის შეძენით თურქული და ბრაზილიური კლუბები არიან დაინტერესებული.

0.126155