ფეხბურთი

0:42 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არ ვიცოდით სიმპტომები თუ ჰქონდა" - "ვალენსიამ" გასპერინის განცხადებას უპასუხა

ესპანური „ვალენსია“ ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის განცხადებას გამოეხმაურა.

იტალიელმა თქვა, რომ „ვალენსიასთან“ შეხვედრის დროს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა.

„ატალანტას“ მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის განცხადების საპასუხოდ, რომელიც იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა, „ვალენსიას“ სურს საჯაროდ გამოხატოვს თავისი გაკვირვებული პოზიცია. მეტოქის მწვრთნელმა აღიარა, რომ მატჩის წინა დღეს და მატჩის დღეს იცოდა, რომ კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა და ზომების მიღების გარეშე საფრთხე შეუქმნა მრავალი ადამიანის ჯანმრთელობას ვალენსიაში ყოფნის დრო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჯანდაცვის უწყებების დაწესებული ვალდებულებების გამო ამ თამაშმა დახურულ კარს მიღმა ჩაიარა, უსაფრთხოების მკაცრი ზომების პირბებში, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული დაინფიცირების რისკი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სტადიონზე რისკის ქვეშ მყოფი ადამიანი იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საუბარია 10 მარტს „მესტალიაზე“ გამართულ მატჩზე, რომელიც „ატალანტამ“ 4:3 მოიგო.

0.679604