იტალიის სერია A 20 ივნისიდან განახლდება, 25-ე ტურში გადადებული ოთხი მატჩით, ხოლო 24 ივნისიდან 2 აგვისტომდე დარჩენილი 12 ტური გაიმართება.
საბოლოო ჯამში 124 შეხევდრაა გასამართი და მას შემდეგ, რაც კალენდარი დადგინდა, დიდი მითქმა-მოთქმა მატჩების დაწყების დრომ გამოიწვია. ბუნებრივია, ზაფხულის სეზონზე დღისით თამაში პრობლემებთანაა დაკავშირებული და ამიტომაც, ბევრი სიახლე გვაქვს.
Lega Calcio-ს ცნობით, 124 მატჩიდან მხოლოდ 10 გაიმართება ადგილობრივი დროით 17:15 საათზე (თბილისის დროით 19:15 საათზე), თუმცა აქედან არცერთი იქნება ნეაპოლსა და ლეჩეში, რადგან ორივე ქალაქი ზაფხულში განსაკუთრებული მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა.
ნახევარზე მეტი შეხვედრა 21:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათზე) დაიწყება, ხოლო 50 მატჩის დაწყების დროდ 19:15 საათი (ჩვენი დროით 21:15 საათი) განისაზღვრა.