ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მილანის „ინტერიდან“ მაურო იკარდი გამოისყდა. ინფორმაცია ორივე კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„პსჟ იტყობინება, რომ მაურო იკარდი გამოისყიდა, რომელიც „ინტერიდან“ 2019 წელს იჯარით დავიმატეთ“, - წერია ფრანგული კლუბის განცხადებაში.
იკარდის სანაცვლოდ „ინტერმა“ 50 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 7 მილიონიც დაემატება. პსჟ-მ არგენტინელ ფორვარდს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმა.
აქვე გეტყვით, რომ 2019-2020 წლების სეზონში სამხრეთ ამერიკელმა ფრანგული კლუბის ღირსება 31-ჯერ დაიცვა და 20 გოლი გაიტანა.