გელზენკირხენის „შალკეს“ ფეხბურთელი ვესტონ მაკ-კენი „ვერდერთან“ შეხვედრაში მოედანზე მინეაპოლისში მოკლული ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემი კაპიტნის სამკლავურით გავიდა.
„სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის“, - ეწერა კაპიტნის სამკლავურზე ამერიკელ ფეხბურთელს.
მოგეხსენებათ, ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში მოკლეს. მის კისერზე პოლიციელის მუხლდაჭერილმა ფოტომ და ვიდეომ მთელი მსოფლიო მოიარა და აშშ-ში საპროტესტო აქციებს დაუდო სათავე.