ფეხბურთი

11:15 | 30.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთში სტადიონებზე მაყურებლებს დაუშვებენ

პოლონეთის ექსტრაკლასაში კორონავირუსით გამოწვეული პაუზა სრულდება და დღეს უმაყურებლოდ კალენდარული ტურის მატჩები გაიმართება. 19 ივნისიდან კი, სტადიონებზე გულშემატკივრებსაც დაუშვებენ.

ამის შესახებ ლიგის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა. თავდაპირველად, ტრიბუნების საერთო მოცულობის მხოლოდ 25%-ს გავსება იქნება ნებადართული, ცხადია უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

შეგახსენებთ, პოლონეთში სამი ქართველი ფეხბურთელი, ვაკო გვილია („ლეგია“), დავით სხირტლაძე („არკა“) და გიორგი მერებაშვილი („ვისლა“) თამაშობს.

ცნობისთვის, პოლონეთში სეზონი სამი დღის წინ სათასო მატჩებით განახლდა და გვილიამ „ლეგნიცასთან“ ულამაზესი გოლიც გაიტანა.

0.138166