ფეხბურთი

21:27 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იმედია შენი შვილი კორონავირუსით დაინფიცირდება" - ტროი დინმა ბოროტი მესიჯები მიიღო

ინგლისური „უოტფორდის“ კაპიტანი ტროი დინი საწვრთნელ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობდა და მიზეზად, მისი 5 წლის შვილის რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ინგლისელს ეშინოდა, რომ სახლში კორონავირუსს მიიტანდა და შვილს დააინფიცირებდა. ვარჯიშზე უარის თქმამ გულშემატკივრების ნაწილი გააბრაზა და დინს საშინელი წერილები მისწერეს.

„ბევრი მესიჯი მივიღე და ზოგმა მისურვა, რომ ჩემი შვილი კორონავირუსით დაინფიცირდეს. ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როდესაც ვსაუბრობთ ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და იძულებული ვართ განვიხილოთ პრობლემები, რომელიც გვაწუხებს. მე და დენი როუზმა ეს გავაკეთეთ და თავს დაგვესხნენ. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ კარგი, უმჯობესია ჩუმად ყოფნა და არაფრის თქმა“, - აღნიშნა დინმა.

0.111154