პირველ დიდ ტიტულს განსაკუთრებული არომატი აქვს: ანდრეი შევჩენკოს არასდროს დაავიწყდება ის ღამე მანჩესტერში, ისევე, როგორც „როსონერის“ გულშემატკივრებს, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: უკრაინელი ფორვარდის კარიერის ოქროს წლებში 2002-2003 წლების სეზონი ყველაზე წარუმატებელი და მწირშედეგიანი იყო, მიუხედავად ამისა, „ოლდ ტრაფორდზე“ მოგებული ფინალიდან პირველ რიგში ის გაგახსენდებათ.
ახალი საუკუნის დასაწყისში შევა ფაქტობრივად ათლეტური და მისი საფეხუბრთო კარიერის სიმწიფის პიკზე იყო, რომელიც „როსონერის“ ტიფოზების აბსოლუტური და შეუცვლელი კერპი გახდა. იტალიაში პირველივე სეზონში ბომბარდირის ტიტული მოიგო.
თუმცა, კარლო ანჩელოტის „მილანში“ მისვლის შემდეგ ძველი შევა თითქოს გაქრა, ძველებურად დაუნდობელი ვეღარ იყო მეტოქის საჯარიმოში და კრიზისიც დაიწყო. ნისლის პერიოდი 2001-2002 წლების სეზონის ბოლო ნაწილიდან იწყება, როდესაც იმავე სეზონის დასკვნით 13 შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა, უკანასკნელ ტურში „ლეჩესთან“. ეს არის რთული მომენტის პრელუდია, რომელიც ხელს უშლის უკრაინელ ფენომენს ჩველებრივი სტაბილურობით გოლების გატანაში.
მომდევნო სეზონში (2002-2003) შევჩენკომ სერია A-ში სულ რაღაც 5 გოლი გაიტანა, 1 იტალიის თასზე და 4 ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მისთვის ძალიან დაბალი შედეგი იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი გოლები გაჰქონდა. მაგალითად, მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების გოლი ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ეს არაფერია ნახევარფინალში „ინტერთან“ გატანილ გოლთან, რამაც „მილანი“ ფინალში გაიყვანა, სადაც შევა კვლავ მთავარი გმირი იქნება.
ზუსტად იქ, „ოცნების თეატრში“, „როსონერის“ მე-7 ნომერმა თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი, რომელიც მოგვიანებით „ეშმაკების“ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული მიღწევის წარუშლელი ნიშანი გახდა.
გამყინვარებული მზერა, ჯერ მსაჯისკენ, შემდეგ კი ჯიჯი ბუფონისკენ. დიდებიდან რამდენიმე წამით ადრე, შორეული კიევიდან ჩასული ბიჭის გათავისუფლების მომენტი, კარიერის ყველაზე დელიკატური ნაწილიდან იქცა კარიერის უმაღლეს წერტილამდე და დასამახსოვრებელ მომენტად.
„აღმოსავლეთის მეფე“ ევროპის მეფე გახდა, კარიერის ყველაზე უარეს წლებში. სწორედ ეს მომენტი გამოდგა გარდამტეხი და შევამ დაიბრუნა ძველი ფორმა, ისევ გახდა წარმოუდგენელი გოლების მანქანა, როგორც „მილანში“ გატარებულ პირველ წლებში იყო. მომდევნო სეზონში „მილანი“ სკუდეტოს მოიგებს შევჩენკოს 24 გოლის წყალობით, რითაც კიდევ ერთხელ მოახერხებს სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირობას, ხოლო კალენდარული წლის ბოლოს ოლიმპოზე ავა - „ოქროს ბურთი“ მისი იქნება.
უკრაინელმა გადამწყვეტი მოთამაშის სტატუსი დაიბრუნა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში და თავის გულშემატკივრებს ყველაზე ტკბილი სიხარული მიანიჭა, რადგან ორი უმთავრესი კონკურენტის, „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამარჯვება მოუტანა, თანაც პრესტიჟულ ეტაპებზე.
ეს იყო ახალგაზრდა პირლოს, სენატორი ზეედორფის, ბრძოლისუნაირიანი გატუზოს, გაუვალი ნესტა-მალდინის, ტექნიკური რუი კოშტას და გოლეადორი პიპო ინძაგის „მილანი“. ნურც, მსოფლიო ჩემპიონ რივალდოს დავივიწყებთ.
შევჩენკოს ადგილზე ბევრი დანებდებოდა, განადგურდებოდა, იმედგაცრუებული დარჩებოდა დიდ კონკურენციაში ცუდი თამაშის გამო. მაგრამ, არა შევა, რადგან ყინულის კაცი იყო, რომელსაც ვალერი ლობანოვსკის რკინის დისციპლინა ჰქონდა. მანჩესტერის იმ წამიერ გამოხედვაში ეს ყველაფერი იდეალურად იკითხება: ჩემპიონის სიცხადე, რომელსაც შეუძლია საჭირო მომენტში სწორი რეაგირება მოახდინოს.