ფეხბურთი

0:10 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გახარია: "საქართველოს ჩემპიონატი ჯერჯერობით მხოლოდ უმაყურებლოდ განახლდება" (+VIDEO)

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის კითხვაზე უპასუხა.

სფფ-ს ხელმძღვანელი დაინტერესდა რა ეტაპზეა საფეხბურთო სეზონის განახლების საკითხი. პრემიერის განცხადებით კი, თავდაპირველად მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ეს საკითხი განსახილველია. სეზონი დაიწყება, ოღონდ ჯერჯერობით მაყურებლების გარეშე, უნდა დავაკვირდეთ ორი კვირა ან ერთი თვე და მერე შეიძლება სრულფასოვნად განახლება, რომ არ გამოვეთიშოთ საერთაშორისო ტურნირებს, რაც მნიშვნელოვანია“, - თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ლიგა მარტში ორი ტურის თავზე შეწყდა. მოსალოდნელია, რომ სეზონი შეცვლილი ფორმატით, ოთხის ნაცვლად, ორი წრით ჩატარდება.

0.108264