ფეხბურთი

21:07 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის დუბლი 4 წუთში (+VIDEO)

კიევის „დინამომ“ სეზონის განახლებისთვის მზადება დაასრულა და ბოლო სპარინგ შეხვედრა დონეცკის „ოლიმპიკის“ წინააღმდეგ გამართა.

კიეველებმა 2:0 იმარჯვეს და ორივე გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა. ქართული წარმომავლობის თავდამსხმელმა საწყის ოთხ წუთში შეძლო დუბლის შესრულება და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

აქვე გეტყვით, რომ კიევის „დინამო“ 31 მაისს უკრაინის ჩემპიონატის ეგიდით დონეცკის „შახტარს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.139966