ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) კორონავირუსის პანდემიის გამო გადავადებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ახალი ვადები დაადგინა.
კერძოდ, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს წლეულს 8-10 ნოემბერს მიიღებს პრაღის O2 Arena. გადავადებული ჩემპიონატის წინასწარი თარიღი აპრილში გამოცხადდა, ახლა კი EJU-ს და მასპინძლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, თარიღი საბოლოოდ შეთანხმებულია. ამასთან, კონტინენტის პირველობა ინარჩუნებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო სტატუსს.
თავდაპირველი გრაფიკით, კონტინენტის პირველობა 1-3 მაისს ასევე პრაღაში უნდა ჩატარებულიყო.
GEONOC.ORG.GE