ფეხბურთი

21:57 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე "მეზოკოვესდს" თასის ფინალში გასვლაში გოლით დაეხმარა (+VIDEO)

ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ უნგრეთის თასის ფინალში გავიდა და ამაში ქართველი ფეხბურთელის წვლილი დიდია.

„ფეჰერვართან“ საგარეო შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და ვინაიდან პირველი მატჩი ასევე ფრედ, ოღონდ 1:1 იყო დასრულებული, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით ფინალში ჩვენებურის გუნდი გავიდა.

ბუდუმ 72 წუთი ითამაშა და მერვე წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს, დარჩენილ დროში „ფეჰერვარმა“ გათანაბრება შეძლო,მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო არ ეყო.

ამრიგად, „მეზოკოვესდი“ ფინალში ტიტულისთვის ითამაშებს და მისი „ჰონვედისა“ და მტკ-ს წყვილში გაირკვევა.

0.124366