უნგრეთის თასის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვესდი" "ფეჰერვარს" ხვდება და პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს ამარცხებს.
მერვე წუთზე ანგარიში ქართველმა თავდამსხმელმა გახსნა, რომლისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ოფიციალურ მატჩში გატანილი პირველი გოლია.
ჯერჯერობით თამაში არ დასრულებულა, ხოლო პირველ შეხვედრაში ფრე, 1:1 დაფიქსირდა.