მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი მიიჩნევს, რომ ერლინგ ჰოლანდის რობერტ ლევანდოვსკისთან შედარება ძალიან ადრეა.
თუმცა, გერმანელი სპეციალისტი ნორვეგიელში უდიდეს პოტენციალს ხედავს.
„ჰოლანდი, როგორც ლევანდოვსკი? ეს ჰოლანდის პირველი სეზონია, მოდით პარალელი ნელ-ნელა გავავლოთ. რობერტი ბოლო წლებში ყოველთვის საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ჰოლანდიც ძალიან ნიჭიერია, ბრწყინვალე დინამიკა აქვს, ძალიან დიდია და ძალიან მშიერი. თუმცა, ხვალინდელ მატჩში მხოლოდ მისი არ უნდა გვეშინოდეს“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, „დორტმუნდი“ – „ბაიერნის“ მატჩი 26 მაისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.