ფეხბურთი

11:41 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "რონალდო ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ არასდროს შევიძენდი"

იტალიური "მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო ფენომენი იყო, მაგრამ თავის გუნდში არასდროს შეიძენდა.

იტალიელმა მარკო ვან ბასტენისა და რუუდ გულიტის გენიალურობაზეც ისაუბრა და ამ უკანასკნელის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

"ვან ბასტები და გულიტი ორი საოცარი ფეხბურთელი იყო, მათ არავიში გავცვლიდი. გულიტი ძალიან დამეხმარა გუნდში გამარჯვებული მენტალიტეტის დამკვიდრებაში. ეს იყო ძალიან შერწყმული გუნდი, ხალხი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ გუნდისთვის, რაც შეეძლოთ.

ბრაზილიელი რონალდო ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ მას არასდროს შევიძენდი. პირველ რიგში მე ყურადღებას ვაქცევდი ადამიანობას და ხალხს, რომელთაც საერთო გრძნობები აკავშირებდათ", - თქვა საკიმ.

0.120426