„ლივერპულისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ მატჩმა კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო და 41 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ბრიტანული Times-მა წარმოადგინა Edge Health-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც აანალიზებს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ მოპოვებულ მონაცემებს. შედეგად, დადგინდა, რომ „წითლებისა“ და „როხიბლანკოს“ დაპირისპირებამ COVID-19-ის აფეთქებაში დიდი წვლილი შეიტანა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ „ლივერპული“ – „ატლეტიკოს“ მატჩის გამო კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 41 ადამიანით გაიზარდა. ყველა მათგანი მატჩიდან 25-დან 35 დღეს შორის გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, „ლივერპული“ – „ატლეტიკოს“ შეხვედრა 11 მარტს გაიმართა და დამატებით დროში ესპანელებმა 3:2 მოიგეს. სწორედ ამ თამაშის შემდეგ ევროპაში ფეხბურთი პრაქტიკულად გაჩერდა.